კიზილქილისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს
29-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

იმართება სხვადასხვა ღონისძიება თუ აქტივობა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, პედაგოგ რუსუდან თევანიანის ხელმძღვანელობით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობა მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე დადებითად აისახა.

სკოლაში მათ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203