სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებელობის დღესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი ღინისძიება მოაწყვეს
29-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებელ დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მე-5 - დან მე-10 კლასის ჩათვლით, მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სასკოლო საზოგადოებას საინტერესო და შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს. 

ბავშვები საგანგებოდ გაფორმებულ სცენაზე გამოვიდნენ და დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს 26 მაისის მნიშვნელობა, საქართველოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს და ამ დღის არსი გაიაზრეს.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203