წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
29-05-2023
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლის მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, 26 მაისთან დაკავშირებით, თემატური, საინტერესო ნამუშევრები - ნახატები შექმნეს.
„ნახატებით მოსწავლეებმა თავიანთი გულწრფელი დამოკიდებულება გამოხატეს ამ მნიშვნელოვანი დღისადმი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ ასევე აღნიშნულ დღეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა ხელოვნების მასწავლებელი ირმა კაკრიაშვილი გახლავთ.
დღე საინტერესო, დასამახსორებელი და ნაყოფიერი იყო.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს