გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის ფინალში იასპარეზა
29-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეთა გუნდი საქართველოს ეროვნული არქივის პროექტის- „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალურ ეტაპში მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

გუნდის ღითოეულ წევრს გადაეცა დიპლომი, ხოლო პედაგოგს მადლობის სიგელი. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და მომავალში კიდევ უფრო მეტ და მნიშვნელოვან წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203