„ანბანის გაცილება“ - მუსხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
29-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

პირველი კლასის დამრიგებელის - ლია ოქრომელიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გამართეს.

მოსწავლეები  პედაგოგების, მშობლებისა და სტუმრების წინაშე მონდომებითა და პასუხისმგებლობით წარდგნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

პირველკლასელებმა არაჩვეულებრივი ღონისძებისთვის მადლობა და შექება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203