რუისის N2 სკოლის მე-8 კლასში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
29-05-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საინტერესოდ და გამორჩეულად აღინიშება.

რასაკვირველია, გამონაკლსი არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, მე-8 კლასში მასწავლებელმა - ლია კაკაშვილმა ღონისძიება - „26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ ჩაატარა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა სათქმელი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203