შაუმიანის N3 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“
29-05-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პირველკლასელებმა და კლასის დამრიგებელმა ლიანა მიქაელიანმა „ანბანის გაცილება“ საზეიმოდ აღნიშნეს. მოსწავლეებმა სომხური და ქართული სიმღერები შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები. მათ სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
სკოლის დირექტორმა აიდა აზატიანმა მოსწავლეებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიებას პირველკლასელთა მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს