აზიზკენდის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - მაგდანა ერაძემ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ტექსტებისა და სავარჯიშოების კრებული შექმნა
29-05-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯაროსკოლის ქართული ენის მასწავლებელმა - მაგდანა ერაძემ, მოსწავლეებს ტექსტებისა და სავარჯიშოების კრებული შესთავაზა.

პედაგოგის მიერ შექმნილი კრებული ქართულ ენაში, დაწყებითი საფეხურისათვისაა განკუთვნილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, რესურსი ხელს უწყობს დაწყებითი კლასის მოსწავლეებში გააზრებული და გაწაფული/გამართული კითხვის უნარის გაუმჯობესებას, ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენის სტანდარტით განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნების მიღწევას.

აღსანიშნავია, რომ კრებულში შეტანილი ტექსტები, დიალოგები, სავარჯიშოები და ილუსტრაციები სრულად შეესაბამება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების დონეს.

„კრებულის გამოყენება შესაძლებელია სკოლის ძირითადი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს პარალელურად მასალის გამრავალფეროვნების, მოსწავლეების შესაძლებლობების რეალიზების, ინტერესების  დაკმაყოფილებისა და მოტივაციის ამაღლების  მიზნით, დიფერენცირებული და რემედიაციული სწავლების დროს“, - დასძენენ სკოლაში. 

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგს თანამშრომლობისთვის და მას წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ კრებული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203