სათხის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს 2023 წლის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
29-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“, საზეიმოდ დაირეკა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დამთავრება კურსდამთავრებულებმა მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სოფლის კულტურის სახლში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, სცენა საგანგებოდ მოეწყო მოსწავლეებმა ის ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით გაფორმეს

სცენაზე, კურსდამთავრებულებმა დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

ახალგაზრდებმა სკოლა ამაღელვებელი განწყობითა და ემოციებით დატვირთულებმა დატოვეს. 

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203