ვარდისუბნის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა საზეიმო გაცილება მოეწყო
29-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები ტრადიციული ღონისძიებით გააცილეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა 2023 წლის კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს. 

მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებთან ერთად, საუკეთესო მოგონებები გაიხსენეს და ემოციებით დატვირთულებმა დატოვეს სკოლა. 

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყო შსს ლაგოდეხის რაიონულმა სამმართველომ, რისთვისაც სკოლა დიდ მადლობას იხდის. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა ყველა კურსდამთავრებულს წარმატებას უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203