უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს
29-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე „ანბანის გაცილება“, მოაწყვეს და პირველ სასწავლო წელს დაემშვიდობნენ. 

საზეიმოდ გამოწყობილი მოსწავლეები, ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით გაფორმებულ სცენაზე წარდგნენ და სასკოლო საზოგადოებას დასამახსოვრებელი წარმოდგენა შესთავაზეს. 

მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენები დადგეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203