ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
29-05-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მე-10ა კლასის დამრიგებელი აშხენ მარაბიანი უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
ბავშვებმა სკოლაში საქართველოს დროშა გამოფინეს, შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს და გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა და მისთვის ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს