„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - ჩაისუბნის N2 სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და სახალისო ფლეშმობი
29-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, ფარგალებში, ვიდეორგოლი შექმნეს. პროექტი მუსიკს მასწავლებლის - შორენა ბერიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აქტივობები გამართეს და ბოლოს, არაჩვეულებრივი ფლეშმობიც მოაწყვეს. 

„ვიკვებოთ სწორად, ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, დავკავდეთ სპორტით“ - ეს იყო მოსწავლეების გზავნილი ყველა თანატოლისათვის.

აქტივობებმა დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203