უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
29-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლაში 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ღონისძიებაც გაიმართა. აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. მათ ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საქართველოს დროშა გაშალეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს