გეჯეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს
29-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და აქტივობებს იყენებენ.

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს.

ამასთან დაკავშირებით კი, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებს ზღაპრის გმირიც ესტუმრათ და ეს მნიშვნელოვანი დღე მათთან ერთად აღნიშნა.

პატარებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. აქტივობები მასწავლებელ თეონა კვიციანის ჩართულობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203