ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა 
29-05-2023

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახანს, სკოლაში საინტერესო პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები საქართველოს ისტორიის შესწავლისას შემეცნებითი ხასიათის რეფერატებს ამზადებდნენ და პრეზენტაციის სახით სასკოლო საზოგადოებას წარუდგენდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ბოლო შეხვედრაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ, საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა, ის მოსწავლეთა ანალიზის, ინფორმაციის მოძიების, წერის კულტურისა და საჯაროდ გამოსვლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203