ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
29-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შთამბეჭდავი ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, მოაწყვეს.
ღონისძიებისთვის სცენა ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით მოირთო, მოსწავლეები კი სასკოლო საზოგადოების წინაშე საგანგებოდ გამოწყობილნი წარდგნენ და მათ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.
მოსწავლეებმა, კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენები გაითამაშეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ სანახაობამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
პირველკლასელები ასე, ემოციებით დატვირთულები და განწყობა ამაღლებულები დაემშვიდობნენ პირველკლასს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს