ხონის N2 სკოლის მე-10 კლასელებმა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ბულინგის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტოვობას ატარებენ.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ხონის ახალგაზრდული იდეის გრანტი მოიპოვეს. მათი პროექტზე ისეთ პრიორიტეტულ პრობლემას ეხება, როგორიცაა ბულინგი.
პროექტის ავტორი ნინი კუხალაშვილი, ხოლო თანაავტორები - ლიკა ყუფარაძე, ლიზა ჭოლოკავა, ვაჟა კაკაბაძე არიან.
როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტი მიზნად ისახავს ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, თემის ინფორმირებულობასა და კომუნიკაციების დამყარებას, როგორც კლასებს, ასევე სკოლებს შორის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინფორმაციო შეხვედრები კუხის, გუბისა და ხონის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ჩაატარეს.
შეხვედრებმა ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, მაღალი იყო ჩართულობა და დაინტერესება.
იხილეთ ფოტოები: