ხონის N2 სკოლის მოსწავლეთა გუნდი მასშტაბური სასკოლო ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
29-05-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლას ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეთა გუნდი ლიზი წულაიას (კაპიტანი), ნინი ჩიხლაძის, ლიკა მანჯგალაძის, ზურა დანელიას და ჯემალი ციცხვაიას შემადგენლობით, საქართველოს ეროვნული არქივის სასკოლო ჩემპიონატში - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა" მონაწილეობდა. 

ისინი საგანმანათლებლო პროექტის ფინალში გადავიდნენ. ფინალური ეტაპი თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace -ში გაიმართა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს და საუკეთესო ათეულში, რიგით მეშვიდე, ადგილი დაიკავეს. მათი ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მადონა კუპრაშვილი-გოფოძეა. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, წარმატებას უსურვებენ და ულოცვან. 

„გილოცავთ, სკოლა ამაყობს თქვენით...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203