ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
29-05-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები საუკეთესო სურვილებითა და უდიდესი სიყვარულით გააცილეს. 

კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. ის სხვადასხვა ნომრითა და შემოქმედებითი აქტივობებით იყო დატვირთული. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„ვულოცავთ კურსდამთავრებულებს საუკეთესო სურვილებით. ვისურვებდით, რომ მათით ბევრჯერ ეამაყოს ჩვენს სკოლას, რისი დიდი იმედიც გვაქვს, რადგან ეს კლასი გამორჩეოდა თავისი არაორდინალური აზროვნებით, წიგნიერებით, მაღალი აკადემიური მოსწრებითა და განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით, რაც მათ ულამაზეს ღონისძიებაზეც აისახა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203