„კვლავ გაიბრწყინა განშორების ცრემლმა“...- ხონის N2 სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ, თუმცა სევდანარევი სიხარულით გააცილეს
29-05-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ გარემო არაჩვეულებრივად იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„კიდევ ერთხელ აწკრიალდა სკოლის ზარი... უამრავი სურვილით ისევ აჭრელდა თეთრი პერანგები... კვლავ გაიბრწყინა განშორების ცრემლმა... სადაც დაიწყო, იქ დამთავრდა ბავშვობა... რთულ ცხოვრებაში სასურველი გზის პოვნას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ მე-12 კლასელებო“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203