„სამშობლოს სიყვარული“- გუდაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ზეპირი პრეზენტაცია
29-05-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პედაგოგ მარინა ბურდულის ხელმძღვანელობით, არაერთ აქტივობას ახორციელებენ. 

ამჯერად, შრომისმოყვარე და აქტიურმა მეოთხეკლასელებმა ზეპირი პრეზენტაცია - „სამშობლოს სიყვარული“ გამართეს. 

მათ მშობლიურ ენაში შესწავლილი მასალიდან სამშობლოსათვის თავდადებულ ქართველებზე ლექსები, მოთხრობები და თქმულებები შეარჩიეს, შემდეგ კი აქტივობაზე წარადგინეს.

მეოთხეკლასელები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, მათ პატრიოტულ თემაზე ილუსტრაციები შექმნეს, რომლებსაც თან ტექსტებიდან წარმოდგენილი პერსონაჟების შესახებ ციტატები დაურთეს. დასასრულს, მოსწავლეებმა მხატვრულად ლექსები წარმოთქვეს.

„პრეზენტაციაზე მუშაობის დროს, მოსწავლეებმა სიტყვა „სამშობლოს“ მნიშვნელობა უფრო მშობლიური და ღირებული გახადეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო თავდადებული ქართველების შესახებ შესწავლილი მასალის განმტკიცება. მოსწავლეების აზრით, ყველა ქართველი სამშობლოს კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203