უჩხითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
29-05-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საინტერესოდ და გამორჩეულად აღინიშება.
რასაკვირველია, გამონაკლსი არც 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა. გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა სათქმელი დააფიქსირეს, საქართველოს ჰიმნი კი, სკოლის კართან, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში შეასრულეს. ისინი ჰიმნს მთელი მონდომებით მღეროდნენ, მათთვის ხელი წვიმასაც არ შეუშლია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს