წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი კლასი წარმატებით დაასრულეს
29-05-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

სკოლაში, მოსწავლეებმა ნასწავლი შეაჯამეს.

პირველკლასელებმა, აღნიშნულ დღეს, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ჩვენ უკვე მე-2 კლასელები ვართ! „აი ია-თი“ დაწყებული გაკვეთილები და პირველი კლასი საინტერესო აქტივობებითა, შემეცნებითი ექსკურსიებით დავასრულეთ !“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში, მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203