წყალტუბოს N1 სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის შემაჯამებელი მათემატიკის საინტერესო გაკვეთილი
29-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარე აქტივობებში მონდომებით ერთვებიდნენ. 

ამჯერად, კლასში მათემატიკის სასწავლო წლის შემაჯამებელი გაკვეთილი, ვიქტორინით წარიმართა. მას მასწავლებელი მანანა წულაია უძღვებოდა, დამრიგებელი კი იზა შავგულიძეა. 

მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათემატიკური ამოცანების გააზრებას ხელი საყვარელი ზღაპრების პერსონაჟებით დახუნძლულმა საპრეზენტაციო მასალამ და შესაბამისმა სავარჯიშოებმა შეუწყო.

„მოსწავლეებმა გამოავლინეს კარგი ცოდნა ესგ-ეს მათემატიკის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. მაღალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.
პირველი კლასის წარმატებით დასრულებას ახლდა სასიამოვნო ემოციები. სახეზე მუდამ ბედნიერების ღიმილი ჰქონოდეთ ამ პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203