ქსოვრისის საჯარო სკოლაში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას პროექტი მიეძღვნა
29-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში იდეატორთა კლუბის მუშაობის ფარგლებში მიმდინარე პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ კლუბი სკოლაში ჩამოყალიბდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბაზისო განათლების პროგრამის კოორდინატორ ლია ახალაძისა და ტრენერ ელისაბედ გარაყანიძის ინიციატივით.

სკოლაში კლუბის საქმიანობას, ლიდერი მასწავლებელი თამუნა ლოხიშვილი ხელმძღვანელობდა. 

პროექტში მონაწილეობდნენ: 

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ქსოვრისის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი - სოფიო მაისურაძე;
  • ქსოვრისის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი - მარიამ ბერიძე;
  • ქსოვრისის საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებელი - ნატო კელეპტრიშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი სკოლაში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ეძღვნებოდა.

სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათში ქართული ფოლკლორისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203