ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
29-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები ემოციურად გააცილეს.
„ბოლო ზარი“ 4 კურსდამთავრებულისთვის - გიორგი ტყაბლაძის, დემო ტყაბლაძის, ლუკა ტყაბლაძისა და გიორგი ხერგიანისთვის დაირეკა. ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან დაკავშირებით, დამრიგებელ თეონა იობიძის ხელმძღვანელობითა და კოლეგების მხარდაჭერით, შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო.
ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით, ლექსებით, სიმღერებითა და სპექტაკლით იყო გაჯერებული.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„სიყვარულის ზეიმად იქცა ბოლო ზარის ღონისძიება სოფელ ყუმისთავის სკოლაში. იყო ზღვა ემოცია... გულისამაჩუყებელი ვიდეომიმართვები მონატრებული ემიგრანტი მშობლებისა და მასწავლებლებისაგან; იყო თანასკოლელების გამოსვლები, იყო სიურპრიზები, დაჯილდოებები, საჩუქრები და გაოცება. ფეიერვერკი და ბევრი სიფერადე! იყო ნათელი სახეები, გულწრფელი გრძნობები, მილოცვები და კეთილი სურვილები! სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ ულოცავს კურსდამთავრებულებს და უსურვებს უკეთესობისკენ შეეცვალოთ ცხოვრება! იოცნებეთ თამამად! დაისახეთ მიზნები და იბრძოლეთ თქვენი მიზნების მისაღწევად, ჩვენო ბიჭებო! ჩვენ კი სკოლიდან დიდ სიყვარულს გატანთ ცხოვრების საგზლად“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს