რაქვთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი დღე დადგა - მათ სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმოდ, დაასრულეს. მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. პატარებს ამ თარიღის აღსანიშნავად, სიგელებიც გადაეცათ. სასკოლო საზოგადოებამ კი იზრუნა, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა.
იხილეთ ფოტოები: