ბაისუბნის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი საზეიმოდ „გააცილეს“
29-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ ანბანი „გააცილეს“. ამასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს, საზეიმოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ეს დღე პატარა მოსწავლეებს სკოლაში დაუვიწყარ ზეიმად უქციეს, კლასი ბუშტებით იყო მორთული, ბოლოს კი, ტორტიც გაჭრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203