„გამორჩეული თაობა ხართ და გვჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“- ცხუნკურის N1 სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
29-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს, რითაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„ჩვენო მეთორმეტკლასელებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სკოლის დამთავრებას. თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და გვჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს