ცხუნკურის N1 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
29-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. გაიმართა მრავალფეროვანი ღონისძიება, მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დედა ენას ხოტბა შეასხეს.
„ხალისით და საინტერესოდ გავაცილეთ პირველკლასელები დღევანდელ ღონისძიებაზე. სკოლა და მასწავლებლები ბედნიერ და ნაყოფიერ საზაფხულო არდადეგებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს და დიდ მადლობას ვუხდით მათ პედაგოგებს მთელი წლის დაუღალავი შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს