თბილისის N178 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღე მოეწყო
29-05-2023
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, მნიშვნელოვანი და გამორჩეული აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

ამჯერად კი, სასკოლო პროექტ - „კულტურული მემკვიდრეობის“ ფარგლებში, სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღე მოეწყო. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიებაში
პირველი კლასით დაწყებული, დირექციის წევრებით დამთავრებული, ყველა მონაწილეობდა. მათ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, „ვეფხისტყაოსნიდან“ სხვადასხვა მონაკვეთი წაიკითხეს, ყურადღება მის ავტორზე გაამახვილეს და ქართულ ლიტერატურაში ამ ნაწარმოების როლს ხაზი გაუსვეს. 

ღონისძიებამ უდიდესი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია.

პროექტის ხელმძღვანელები - ციცინო ჯაბახიძე და ლია ჯანაშია იყვნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203