აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატრიოტული ღონისძიება მიუძღვნეს
29-05-2023

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ქორეოგრაფიული და მუსიკალური ელემენტებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზა. 

დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა პატრიოტულმა ლექსებმა, რომლებიც მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შემეცნებით ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას, 26 მაისის მნიშვნელობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, საქართველოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულებმა საქართველოს დროშა ააფრიალეს.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203