„ალისა ჭადრაკის სამეფოში“ - წესის საჯარო სკოლაში მათემატიკისა და ჭადრაკის ინტეგრირებით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
29-05-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მათემატიკისა და ჭადრაკის ინტეგრირებული აქტივობები ჩატარდა, რომელიც მოსწავლეებმა ღონისძიების - „ალისა ჭადრაკის სამეფოში“ სახით წარადგინეს.

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ საგნებში შეძენილი ცოდნა საინტერესოდ წარმოაჩინეს.

მათ, ასევე შემოქმედებითი ნიჭი და უნარები გამოავლინეს.

ღონისძიება 1-ელი და მე-2 კლასების დამრიგებელმა მაია ჯელაძემ მოამზადა.

ღონისძიება საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენას ხელს უწყობს, რაც მათ მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203