„ვემშვიდობებით ქართულ ანბანს!“ -  ჭარნალის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
29-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.

სკოლის I და I კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგების - ნანა აბესლამიძისა და დონარი ჭელიძის ხელმძღვანელობით, ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“ .

„მოსწავლეებმა კიდევ ერთი ლამაზი საღამო გვაჩუქეს! ამჯერად, „ვემშვიდობებით ქართულ ანბანს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შესაძლებლოები მხატვრულ კითხვაში, სიმღერასა და ცეკვაში გამოავლინეს.

„მოსწავლეებს განუვითარდათ როლური თამაშების უნარ-ჩვევები, გამოუმუშავდათ ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი!“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნული ღონისძიება საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

„სკოლა მადლობას უხდის ორივე კლასის ნიჭიერ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს - ნანა აბესლამიძეს და დონარი ჭელიძეს. ასეთი ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიებისთვის!“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203