ქუთაისის N12 სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „გლობალური დათბობა“ კონფერენცია ჩაატარეს
29-05-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყრუადღება ეთმობა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
22 მაისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სოფიო ჯოჯუას ხელმძღვანელობით, მოამზადეს და ჩაატარეს კონფერენცია თემაზე - „გლობალური დათბობა“.
მონაწილეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ: მოსწავლეებმა ისაუბრეს გარემოსა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ცნობიერების გაღრმავების, გლობალური დათბობის პრობლემატიკისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
კონფერენცია ინგლისურ და ქართულ ენებზე წარიმართა და როგორც მოსწავლეებისთვის, ისე დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს