„ანბანთან გამოთხოვება“ - პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
29-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება -  „ანბანთან გამოთხოვება“, გაიმართა. 

ღონისძიებაში, I და I კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა,ზოგადად მიმოიხილეს ანბანის წარმოშობა და განვითარების ეტაპები, მათ ყურადღება გაამახვილეს „დედაენაზე“ და მის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მოსწავლეებმა მუსიკითა და ცეკვით გააფორმეს, რამაც დღე კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ღონისძიების თემატიკის შესაბამისი იყო დეკორაციული მორთულობაც და სცენის გაფორმებაც. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს წახალისების მიზნით სიგელები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებლები დირექციის წარმომადგენლები და მშობლები ესწრებოდნენ. 

კლასების დამრიგებლები: ნატო თურმანიძე და დიდარი კონცელიძე გახლავთ. 

„საოცარად მხიარული და ბეჯითი პატარები! წარმატებები და ბედნიერი მომავალი მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203