ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია მამასახლისი კიკბოქსინგში აჭარის ჩემპიონი გახდა
29-05-2023
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ანდრია მამასახლისი.
ანდრია მამასახლისი სპორტის სხვადასხვა სახეობითაა დაინტერესებული, მათ შორის ის გატაცებულია კიკბოქსინგით (კარატით), აღსანიშნავია, რომ ანდრიას ამ კუთხით უამრავი გამარჯვება აქვს.
ამჯერად, აჭარის ჩემპიონატის შეხვედრაზე მან ღირსეულად დაამარცხა თავისი მეტოქეები და გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდა სკოლაში.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ამ გამარჯვებას დიდი სიყვარულით ულოცავენ.
„ვულოცავთ ანდრიას აჭარის ჩემპიონობას და ვუსურვებთ მალე გვეხილოს იგი ჯერ საქართველოს და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულის სახელით.
ანდრიას გამარჯვებას ვულოცავთ სკოლას, კლასის ხელმძღვანელს, ირმა ბერიძეს, სპორტის მასწავლებლებს ციცინო ჭაღალიძესა და რემზი ბერიძეს. ასევე, გამარჯვებას ვულოცავთ სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსა და ანდრიას დედას, ძმასა და ოჯახს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს