ქუთაისის N16 სკოლის უმცროსკლასელთა გუნდს - „რიონი“ საგუნდო ფესტივალზე ლაურეატის წოდება მიენიჭა
29-05-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის უმცროსკლასელთა გუნდმა - „რიონი“, საგუნდო ფესტივალში წარმატება მოიპოვა.
გუნდი მე-2 ადგილის მფლობელი გახდა და მას ლაურეატის წოდება მიენიჭა, აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელი ქეთევან ბჟალავა გახლავთ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები გამარჯვებულები ჯერ კიდევ მაშინ გახდნენ, როდესაც კონსერვატორიის დარბაზში დადგნენ და უცხოელი ჟიურის წინაშე ამღერდნენ.
სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგს დიდი სიყვარულით ულოცავენ წარმატებას და მათი მიღწევით ამაყობენ.
„ვულოცავთ ბავშვებს და მათ საყვარელ პედაგოგს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ორიენტირებულნი არიან მოსწავლეთა შემოქმდებითი უნარების განვითარების, წარმოჩენისა და მათი სხავდსხვა კონკურსსა თუ ფესტივალში აქტიური ჩართულობისკენ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს