დანდალოს N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა 
26-05-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

საქართველოს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. ღონისძიება ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული საზეიმო პროგრამა შესთავაზეს. მოსწავლეები ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულში შეეჯიბრნენ - შეასრულეს ეროვნული ცეკვები, ქართული სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები საქართველოზე და სცენაზე „გააცოცხლეს“ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული.

ბავშვებმა, ასევე, 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერისთვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მოსწავლეებმა თავიანთ გამოსვლებში მკაფიოდ გამოხატეს სამშობლოს დიდი სიყვარული და წარსულის პატივისცემა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203