„იავნანამ რა ქმნა!?“- უჩხოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
25-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო სოლომონიძემ მეხუთე კლასთან გაკვეთილი - „იავნანამ რა ქმნა!?" ჩაატარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ შემაჯამებელი დისკუსია გამართეს, ბუკლეტები დაამზადეს და პრეზენტაცია მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„ძალიან საინტერესო და პროდუქტიული გაკვეთილი გამოვიდა. მადლობა ნინო სოლომონიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს