წალკის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმული ტბეთის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღნიშნეს 
25-05-2023
წალკის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ტბეთის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს, როგორც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, მათ განსაზღვრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მისთვის ბრძოლა. 

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საინფორმაციო პლაკატები დაამზადეს და ამით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასკოლო საზოგადების ცნობიერება აამაღლეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და მოტივაციით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203