ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფლეშმობი მიუძღვნეს
25-05-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სკოლის ეზოში, დიდი ასოებით დაწერეს „26 მაისი“, კედლის გაზეთები დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებას პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ფლეშმობი შესთავაზეს.
მოსწავლეებმა ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს და განსაზღვრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს