წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
25-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პირველკლასელთათვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს და ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 1-ელმა კლასმა, დამრიგებელ მარინე ბენიძის ხელმძღვანელობით, შთაბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნა. ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის სალომე ქობალიას ზღაპრის მოტივებს გასდევდა. მოსწავლეებმა როლები წარმატებით მოირგეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგიური კოლექტივი ესწრებოდა. დამრიგებელი, მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება ამ სანახაობრივი ნომრით კმაყოფილი დარჩა. 

„თითქოს გუშინ დაირეკა პირველკლასელთათვის პირველი ზარი და დღეს უკვე დაამთავრეს. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გაართვეს თავი თავიანთ როლებს და წარმოაჩინეს თავი, როგორც შეძლეს.
ზღაპარში ჩადებული იყო აზრი, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართულ ანბანს გადაგვარების საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ გადაურჩა ისტორიულ ქარტეხილებს და დღემდე მოიტანა თავი.
ზღაპარში მტრის სახით წარმოდგენილი იყო - დევი და ალქაჯები, რომლებმაც დაატყვევეს ქართული ანბანის ხმოვნები, მხსნელად და გადამრჩენლად კი ხალხის საყვარელი გმირი - ამირანი, რომელმაც ბორკილები აიწყვიტა და იხსნა მტრისაგან ქართული ანბანი.
ზღაპარში გაცოცხლებული იყო სხვადასხვა პერსონაჟი დედაენის წიგნიდან. ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია და 1-ელი კლასის ზღაპარიც ბოროტზე კეთილის გამარჯვებით დასრულდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203