კოჩიოს საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება მოეწყო
25-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ, თუმცა სევდანარევი სიხარულით გააცილეს.

მეთორმეტეკლასელებს, დირექციამ, პედაგოგებმა სკოლის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს. 

კურსდამთავრებულებმა, საყვარელ პედაგოგებთან ერთად, სკოლის ტკბილი მოგონებები გაიხსენეს. 

კურსდამთავრებულებმა, „ბოლო ზარზე“, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს, ბევრი იცინეს და იმხიარულეს, დღის ბოლოს კი  „ცოდნის ტაძარი“, ემოციებით დატვირთულებმა დატოვეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203