დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
25-05-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების: ელიზა დევიძისა და ეკა მელქაძის ხელმძხვანელობით, 26 მაისთან დაკავშირებით, პრეზენტაცია თემებზე: „საქართველოს ისტორიული ნარკვევი 1783 წლიდან 1991 წლამდე“ და „მხატვრულად აღწერილი საბჭოთა სინამდვილე“ წარადგინეს.
„მათ ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და განიხილეს დათო ტურაშვილის წიგნი „ჯინსების თაობა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა აღნიშნეს, დამოუკიდებლობის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და ეროვნულ ჰიმნს მოუსმინეს.
მათ, ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს