ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „დედაენის მეჯლისი“ მოაწყვეს
25-05-2023
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზეზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, I, I, I კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი „დედაენის მეჯლისი“ მოაწყვეს. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო კადრები გადაიღეს. 

ღონისძიებამ წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა.

„პატარები სათუთად და ნაზად მოეფერნენ ჩვენს წიგნთა წიგნს - „დედაენას" და გულითადი მადლობა გადაუხადეს მის შემქმნელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203