ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ბერიანიძე ინგლისური ენის მართლწერის რეგიონული კონკურსის გამარჯვებულია 
25-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა პროექტში ერთვებიან. 

მცხეთის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ინგლისური ენის მართლწერის რეგიონული კონკურსი მცხეთაში 2023“ ფინალური რაუნდი ჩატარდა. 

კონკურსში 50 ფინალისტი, მათ შორის, ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე საბა ბერიანიძე მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები წარმოაჩინა, ღირსეულად იასპარეზა და ფინალში გაიმარჯვა. 

სკოლაში მისი წარმატებით ძალიან ამაყობენ, ულოცავენ და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ. საბა ბერიანიძის პედაგოგი ნანა სეხნიაშვილია, ის მოსწავლის განვითარებაზე დაუალავად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203