ყაურმის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
25-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სკოლის, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა ღონისძიებაზე იღერეს, ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

მათი პედაგოგები: ლია ტონოიანა და ზარუჰი ბდოიანი გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203