ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე - თამუნა ზოიძე მოსწავლეთა მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდა
25-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას ნიჭიერი, აქტიური და შრომისმოყვარე მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა პროექტში ხშირად ერთვებიან.
ერთ-ერთი ასეთი მე-10 კლასის მოსწავლე თამუნა ზოიძეა. ამჯერად, ის ისტორიის მოსწავლეთა მუნიციპალურ კონფერენციაში - „საქართველო გიორგი სააკაძის ეპოქაში“ მონაწილეობდა.
ის ღონისძიებაში მონდომებით ჩაერო, თემა წარმატებით წარადგინა და შესაძლებლობები გამოავლინა. სკოლაში თამუნა ზოიძით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, ეს კი მათ მოტივაციასა და სწავლის სურვილს სძენს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს